როგორ დავიცვა თავი კიბერ-ბულინგისგან?
![]() |
რა უნდა იცოდე?
ინტერნეტი ხელსაყრელი საშუალებაა ბულინგისთვის. „რამდენადაც ინტერნეტში ადამიანის ვინაობის დადგენა რთულია, ზოგჯერ შეიძლება უწყინარმა ბავშვებმაც კი დაიწყონ სხვების ჩაგვრა და დამცირება“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც კიბერ-უსაფრთხოებას ეხება (CyberSafe).
ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი? ხშირ შემთხვევაში
კიბერ-ბულინგის მსხვერპლი არაკომუნიკაბელური, სხვებისგან განსხვავებული ან დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები ხდებიან.
კიბერ-ბულინგს საზიანო შედეგები მოაქვს. მოზარდი, რომელიც კიბერ-ბულინგის მსხვერპლი ხდება, შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, დეპრესიაში ჩავარდეს ან, ზოგ შემთხვევაში, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.
რა შეგიძლია გააკეთო?

თავდაპირველად ჰკითხე საკუთარ თავს: ნამდვილად ბულინგის მსხვერპლი ვარ? ზოგჯერ ადამიანები თავიანთი სიტყვებით გულს გვტკენენ, თუმცა ამას განზრახ არ აკეთებენ. ამ დროს კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევას:
ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.
ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.
კიბერ-ბულინგის დროს მჩაგვრელი ინტერნეტის მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებს, დასცინის ან აშინებს სხვებს.
თუ კიბერ-ბულინგის მსხვერპლი ხარ, გახსოვდეს: შენმა პასუხმა შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები:
ყურადღებას ნუ მიაქცევ. ნათქვამია: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“.
რატომ ღირს ამ რჩევის გათვალისწინება ? : „მჩაგვრელების მთავარი მიზანია, მსხვერპლი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. როცა მსხვერპლი მოთმინებას კარგავს, ის მჩაგვრელისთვის ადვილად სამართავი ხდება“, — წერს ნენსი უილარდი თავის წიგნში (Cyberbullying and Cyberthreats).
დასკვნა: ზოგჯერ იგნორირება საუკეთესო პასუხია

თავი შეიკავე სამაგიეროს გადახდისგან.
„ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ“.
რატომ ღირს ამ რჩევის გათვალისწინება? : „სიბრაზე სისუსტის მაჩვენებელია, რაც მჩაგვრელს უბიძგებს, განაგრძოს მსხვერპლის გაღიზიანება და დამცირება. თუ დამნაშავეს სამაგიეროს გადაუხდი, შეიძლება შენც დანაშაულის თანამონაწილედ ჩაითვალო“, - ნათქვამია კიბერ-უსაფრთხოების შესახებ წიგნში (Cyber-Safe Kids, Cyber-Savvy Teens).
დასკვნა: ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ!
იმოქმედე!!! „არ დაგძლიოს ბოროტებამ“ . ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია კიბერ-ხულიგნის შესაჩერებლად ისე, რომ
მდგომარეობა არ დაამძიმო.
მაგალითად:
შეაჩერე დამნაშავე! გაუგზავნე წერილი, რომლითაც შენს მტკიცე პოზიციას აჩვენებ; თუმცა ეცადე, ემოციებს არ აჰყვე. წერილი შეიძლება იყოს შემდეგი შინაარსის:
- „შეწყვიტე შეტყობინებების გამოგზავნა!“
- „ახლავე წაშალე, რაც დაპოსტე!“
- „თუ არ შეწყვეტ, სხვა ზომებს მივმართავ!“
- დაელაპარაკე უფროსებს. პირველ რიგში ამის შესახებ მოუყევი მშობლებს. კიბერ-ბულინგის შესახებ აგრეთვე შეგიძლია შეატყობინო ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ან აპლიკაციის შემქმნელებს. თუ პრობლემა სერიოზულ სახეს იღებს, შენ და შენმა მშობლებმა ამის შესახებ აცნობეთ სკოლის დირექციას, პოლიციას ან დახმარებისთვის მიმართეთ იურისტს.

დასკვნა: შენ შეგიძლია ზომები მიიღო შეურაცხმყოფელის შესაჩერებლად ან იმ შედეგების ასარიდებლად, რომლებიც
კიბერ-ბულინგს მოაქვს.
რას ამბობენ შენი თანატოლები?

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ
ვებ-გვერდებს:
1 Comments
წარმატებები :)
ReplyDelete