პროექტის გეგმა

პრობლემა
ნტერნეტი საოცარი გამოგონებაამართლაც რომ საინტერესო და სახალისო სამყარო. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ეზიაროს საკვირველ და საინტერესო სამყაროს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაადგილდეს სულ რამდენიმე წამით მაინც. აარჩიოს მისთვის საინტერესო თემა: თამაშოს, უყუროს ფილმებს, კონცერტებს, გაეცნოს საინტერესო ამბებ ცხოველების, ქვეყნების თუ ცნობილი ადამიანების შესახებ . ადამიანები ვებკამერით ურთიერთობენ საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებსა და მეგობრებთან, ბავშვები ონლაინ აკეთებენ  თავიანთ საშინაო დავალებებს.
თუმცა ამ სახალისო და საინტერესო სამყაროში ისეთი საფრთხეებიც გვხვდება, რომლებიც, ერთი შეხედვით, უხილავია.
ჩემს ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ 7000 მაცხოვრებელია. ინტერნეტს კი,  რომლითაც ჩემი ყველა თანატოლი ყოველდღე სარგებლობს, მილიარდი მომხმარებელი ყავს. გამოდის რომ ჩვენ, ყოველდღე შევდივართ უცნობ და ამავე დროს საშიშ ვირტუალური სივრცეში.  
სამწუხაროდ, მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ისეთი ისტორიები რომელიც ინტერნეტ ძლალდობას უკავშირდება. 
თათა ახალბედაშვილი 
17 წლის
ჩემს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ერთი ბიჭი რომელსაც რაღაც სიმპატიები გააჩნდა ჩემს
მიმართ. გავიდა თვეები,ჩვენი კონტაქტი უწყვეტი იყო,ყოველდღე ყოველ წამს და წუთს
ვწერდით ერთმანეთს და რათქმაუნდა ეს ცხოვრების სტილში გადავიდა. ერთ დღესაც
ვხედავ ჩვენს პირად მიმოწერებს,ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს მის გვერდზე
და მანდ გონება დამებინდა. ვერ ვიაზრებდი რომ ამის გაკეთება მას შეეძლო. ამ ყველაფრის
შემდეგ ძალიან ვფრთხილობ,რომ კიდე არ შევცდე ადამიანში და ჩემი პირადი ფოტოები
სანდო პირებთან გავაგზავნო.
ანონიმური

ვესაუბრები ჩემზე უმცროს მეგობრებს, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ დააბულინგონ
ინტერნეტ სივრცეში,რადგანაც ეს საშინელებაა.
ალექსანდრე 16 წლის

არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღეები რაც მე გამოვიარე მაშინ,როდესაც ინტერნეტ
სივრცეში მაბულინგებდნენ და ამაზე ვერავისთან ვსაუბრობდი.

ანასტასია 17 წლის

ჩემი ძველი სოციალური ქსელი გამიტეხეს, ისეთი ფოტოები დამიდეს და უცნაურობები
დამიწერეს,რომ მეორე დღეს სკოლაში ყველა რაღაცნაირად მიყურებდა, მასწავლებლებიც 
შეშფოთებულები იყვნენ. მე კიდე ბოლოს დავიღალე ყველასთვის ახსნა-განმარტებები
მეძლია და შემდეგი 2-3 დღე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. შემდეგ ნელ-ნელა გადაიარა.

ლევანი 15 წლის

მსხვერპლი აღმოვჩნდი მაშინ, როცა ჩემი სოციალური ქსელი გამიტეხეს და
საშინელი ფოტოები ამიტვირთეს. ამ ყველაფრის შემდეგ უკან არ დავიხიე და ყველაფერი
გავიგე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
ელენე 13 წლის


               კომპიუტერში ჩემთვის სასურველი პროგრამა გადმოვწერე. ამ პროგრამის გახსნის შემდეგ მოხდა ჩემს კომპიუტერში შემოსვლა და პირადი სივრცის დარღვევა.
მათ შორის იყო კამერისა და მიკროფონის ჩართვა. შევეცადე რომ სიტუაცია არ გამემწვავებინა და მასთან მეგობრული ურთიერთობა დავიჭირე. ჩემი თხოვნის შემდეგ დატოვა ჩემი ინტერნეტ სივრცე.
 დავითი 16 წლის

დავინტერესდი კიბერბულინგის თემით. მოზარდებში შექმნილი პრობლემების გამო ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი. თავად ვცადე სხვადასხვა საიტებზე შესვლა, რითიც დაინტერესებულები არიან მოზარდები. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ საიტზე შევიდნენ უპრობლემოდ და ისარგებლონ პროგრამებით.

სკოლის ფსიქოლოგი

პრობლემების აქტუალურობის გამო ტრენინგის "ციფრული სკოლის" ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა გამოვიყენეთ შესაძლებლობა და აქტიურად დავიწყეთ კამპანია უსაფრთხო
ინტერნეტ სივრცის პროპაგანდის მიმართულებით  
და შეიქმნა შესაბამისი გეგმა.

სკოლის დირექტორი
ნათია
პროექტის გეგმა