ვიდეო რგოლი და პოსტერი




პროექტმა შეძლო ცვლილებების განხორციელება ორგანიზაციისა და თემის დონეზე

1. სკოლაში არსებობს ნება, რომ ინტერნეტ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს სასწავლო თემატიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

2. სკოლაში შეიქმნა დამრიგებლების საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა მოდულის შექმნაზე, იმისთვის, რომ - ინტერნეტ სივრცეში მოსწავლეთა უსაფრთხოება გახდეს სადამრიგებლო საათის თემატიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

3. სკოლაში მოსწავლეების მიერ შეიქმნა 
კლუბი - "SHIELD"-ი, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს თანატოლები კიბერუსაფრთხოების გარშემო.
ფორმულირებული კლუბის ფარგლებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი რომელთა მიერ დაიგეგმა აქტივობები:

3.1. ელექტრონული წიგნების შექმნა თემატიკაზე:
  • კიბერბულინგისგან თავდაცვა
  • ვიდეოთამაშებისგან უსაფრთხოება
  • მავნე პროგრამები
  • გვერდების სანდოობა

3.2. დამუშავებული მასალის დატესტვა კლასებში.
3.3. ბლოგზე მუშაობის გაგრძელება.
3.4. ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

4. დაგეგმილი პროცესები ჩაშვებულია 2019-2020 სასწავლო წლიდან და გაწერილია სკოლის დირექტორის მიერ დაწერილ სამოქმედო გეგმაში.