ანტივირუსი

ანტივირუსები

ხშირად, ვირუსს კომპიუტერში მოსახვედრად საერთოდ არ სჭირდება თქვენი თანხმობა - ბრაუზერის, სკაიპის ან ელფოსტის პროგრამაში არსებული ე.წ. ხვრელების გამოყენებით, ვირუსმა შესაძლოა ყველაზე გამოცდილი და დაკვირვებული მომხმარებლის სისტემაშიც შეაღწიოს. ასეთ დროს, დაცვის ერთადერთი მეთოდი ანტივირუსული პროგრამებია.

ვირუსის მსგავსად, ანტივირუსიც რიგითი პროგრამაა, რომლის ფუნქცია ვირუსების აღმოჩენა და გაუვნებელყოფაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომხმარებლები პროგრამაში ფულის გადახდას მიჩვეულები არ არიან, “გატეხილი” ანტივირუსის ქონა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

სხვადასხვა მონაცემებით, ყოველდღიურად 60 ათასამდე ახალი ტიპის ვირუსი ან ვირუსის მსგავსი მავნე პროგრამა იქმნება. თუ თქვენი ანტივირუსი მუდმივად განახლებული არ არის, მის არსებობას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ცოტა შანსია, რომ ახალ-ახალი ვირუსების აღმოჩენა და მათგან თქვენი დაცვა შეძლოს. ამიტომ, ჩვენი რჩევაა, გაიმეტოთ ფული რომელიმე ანტივირუსის ლიცენზიისთვის.


ანტივირუსის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა და საკმაოდ რთულია ზეპირად ითქვას, რომელია საუკეთესო. ამ თემაზე ყველა სისტემურ ადმინისტრატორს საკუთარი მოსაზრება აქვს. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის კი ზედაპირულად შეიძლება შედარდეს სხვადასხვა მიმზიდველი ფუნქციები, თუმცა საბოლოოდ, მარტივად რომ ითქვას, სფეროს ლიდერი კომპანიების პროდუქტები საკმაოდ გამოცდილ და მყარ დაცვას უზრუნველყოფენ. ასეთებია, მაგალითად F-Secure, Sophos, McAfee, Bitdefender, Symantec Norton და ESET NOD32. უფრო დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ PC Mag-ის ყოველწლიურ რევიუში იხილოთ.

ანტივირუსის დაყენების შემდეგ, პირველ რიგში გააკეთეთ სისტემის სრული სკანირება. როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეთ, ისე ბუდობდეს სადმე ვირუსი. გარდა ამისა, ჩართეთ ფუნქცია, რომელიც ავტომატურად შეამოწმებს ვირუსებზე შეერთებულ მოწყობილობებს (მაგალითად, USB მეხსიერების ჩიპებს ან CD/DVD დისკებს). და, რაც მთავარია, გქონდეთ ანტივირუსი ყოველთვის განახლებული.

თუ სტატიის ბოლომდე ჩამოაღწიეთ და ერთი ახალი რჩევა მაინც მიიღეთ, გილოცავთ — ამიერიდან თქვენ კიდევ უფრო მეტად იქნებით დაცული ინტერნეტის მოხმარებისას. როგორც ხედავთ, უზარმაზარი სარგებლის მომტან ინტერნეტში ბევრი საყურადღებო დეტალი იმალება, თუმცა, საკმაოდ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, პრობლემების თავიდან აცილება არც ისე რთულია

Post a Comment

1 Comments

  1. საინტერესოა, გავითვალისწინებთ!

    ReplyDelete