რჩევები თუ როგორ გამოვიყენოთ საკრედიტო ბარათი სწორად…

ბანკებთან, ანგარიშებთან და საკრედიტო ბარათებთან ურთიერთობა ადვილი ნამდვილად არ არის და ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ნიკ კლემენტსი, forbes-ის ჟურნალიტი, გვთავაზობს იმ ყველაზე გავრცელებულ შეცდომათა სიას, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ
ჩვენს საკრედიტო ბარათებთან
მიმართებაში

1. არ დახუროთ ძველი საკრედიტო ბარათის ანგარიში. FICO-ს აცხადებს: “ჩვენ არასდროს ვურჩევთ მომხმარებლებს ძველი ანგარიშის გაუქმებას, როდესაც ანგარიშს აუქმებთ, საკრედიტო ხელმისაწვდომობა მცირდება.” თუ თქვენ საკრედიტო ბარათს, ყოველწლიური გადასახდელი აქვს, შეგიძლიათ დარეკოთ კომპანიაში და გაარკვიოთ, თუ შეგიძლიათ ანგარიშის დატოვება თანხის გადახდის გარეშე, ძირითადად, კომპანიების უმეტესობას ანგარიშები დაბეგრილი არ აქვს.
2. საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად, ადვილი გზაა საკრედიტო ბარათის გამოყენება. თუ თქვენ გაქვთ ძველი ანგარიში და არ იყენებთ ეს უფრო ცუდია, გირჩევთ თქვეში ერთხელ მაინც განახორციელოთ ტრანზაქცია, მაგალითად, სავაჭრო ობიექტში ან თანხა გადარიცხოთ მობილურში ბარათიდან, აქტიურ რეჟიმში მყოფი საკრედიტო ბარათი კარგად იმოქმედებს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და შეგიქმნით კარგ საბანკო იმიჯს.
3. თუ თქვენ გაქვთ ერთი და იგივე ანგარიში დიიდ ხნის განმავლობაში და თქვენი შემოსავალი იზრდება, ეს ცუდ გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. გირჩევთ ახალი საკრედიტო ბარათიც გახსნათ და თქვენი შემოსავლები გადაანაწილოთ.
4. სესხის აღებისას თუ თავმდები ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებთ, თუ იმ ადამიანმა ვერ გადაიხადა თანხა, ვალდებული ხართ თქვენ დაფაროთ ვალი. შედეგად თქვენი საკრედიტო ისტორიაც დაზიანდება.
5. დღევანდელობაში, ანგარიშის გატეხვა საკმაოდ მოხშირდა, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ, ხშირად გადაამოწმოთ თქვენი ისტორია და ბარათები.
6. FICO გვირჩევს, დროულად გადავიხადოთ დავალიანება, რადგანაც თანხის დაგვიანებით შეტანა ან დაყოვნება ძალიან აზიანებს თქვენს საკრედიტო იმიჯს და ხელს შეგიშლით კრედიტის აღებისას.
1 Comments
მაგარია ძალაინ, უკვე ვიცი რომელ ბლოგ გამოვიყენებ ინფორმაციის მისაღებად.
ReplyDelete